კახეთში 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის კაცმა 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.
“პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, გურჯაანის რაიონული სასამართლომ 2019 წლის 13 მაისს ბრალდებული გამართლდა. ხოლო, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.