მთავარი ციტატა

“სიმულირებდნენ, ვითომ ნაცემები იყვნენ, დაწვნენ და კამერები იღებდნენ”

“ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მე არ დამინახავს, არ მომხდარა არანაირი ცემის ფაქტი. ჩემი თვალით დავინახე – ჯეიჰუნი გადახტა ღობეზე და წამოწვა ასფალზე, ვითომ ნაცემია. ეგ არის უნამუსო ადამიანი. სიმულირებდა, ვითომ ნაცემები იყვნენ, დაწვნენ და იღებდნენ კამერები. მე არ დამინახავს არსად, რომ ის სცემეს. ბევრს შეუძლია ხელები გადაიხვიოს, მაგრამ ცემის კადრები არ არსებობს”, – აცხადებს ამირან გიორგაძე.

ამირან გიორგაძე – მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

აღნიშნულით ამირან გიორგაძე  მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.

შეგახსენებთ, მარნეულში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. არიან დაშავებულებიც. ჟურნალისტებზე მას შემდეგ იძალადეს, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, მარნეულში დაპირისპირება მოხდა.

ჟურნალისტმა ჰყვება, როგორ გაუსწორდნენ მას დაპირისპირების დროს.

იტვირთბა....