ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ჟურნალისტი: ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა

„ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა“, – ამის შესახებ მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულმა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ჯეიხუნ მუჰამედ ალიმ განაცხადა.

მისი თქმით, 10-მა ადამიანმა სცემა.

„ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა. მე უბრალოდ თავს ვუშველე, ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა”. – ამბობს ჟურნალისტი.

როგორც ექიმმა განაცხადა, მას გულ-მკერდის არეში ზედაპირული და ასევე ქალა ტვნის დახურული ტრავმა აღენიშნება.

 

იტვირთბა....