მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ეხმიანება.
როგორც ამირან გიორგაძე ამბობს, მთავარი არხის ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი არ უცემიათ, ის ასფალტზე “წამოწვა”, თითქოს ნაცემი იყო:
“ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მე არ დამინახავს, არ მომხდარა არანაირი ცემის ფაქტი. ჩემი თვალით დავინახე – ჯეიჰუნი გადახტა ღობეზე და წამოწვა ასფალზე, ვითომ ნაცემია. ეგ არის უნამუსო ადამიანი.
სიმულირებდა, ვითომ ნაცემები იყვნენ, დაწვნენ და იღებდნენ კამერები. მე არ დამინახავს არსად, რომ ის სცემეს. ბევრს შეუძლია ხელები გადაიხვიოს, მაგრამ ცემის კადრები არ არსებობს”, – აცხადებს ამირან გიორგაძე.
შეგახსენებთ, მარნეულში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. არიან დაშავებულებიც. ჟურნალისტებზე მას შემდეგ იძალადეს, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, მარნეულში დაპირისპირება მოხდა.
ჟურნალისტმა ჰყვება, როგორ გაუსწორდნენ მას დაპირისპირების დროს.