ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გადადგა თუ არა თენგიზ ცერცვაძე – მინისტრის მოადგილე კომენტარს აკეთებს

ჯარდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ინფექციური საავადმყოფოს დირექტობობის თანამდებობიდან თენგიზ ცერცვაძის გადადგომაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სამინისტროს ცერცვაძოს გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, თენგიზ ცერცვაძე მომდევნო დღეებში ბათუმში ვიზიტს გეგმავს,  რათა ეპიდვითარებას ადგილზე გაეცნოს.

„ასეთი ინფორმაცია მე არ მაქვს. ამ ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა ერთი ვიცი, რომ ბატონი თენგიზი ემზადება ბათუმში ვიზიტისთვის. ვიცი, რომ აპირებს ამ დღეებში ჩამოსვლას, როგორც ქალბატონი მარინა ეზუგბაია იყო ჩამოსული,”- აცხადებს თამარ გაბუნია.

ცნობისთვის, დღეს “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. გავრცელებული ინფორმაცია “მეტრონომთან” ინფექციურ საავადმყოფოში გადაამოწმა.

 

 

იტვირთბა....