დღეს დილით გავრცელებული ინფორმაცია, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ტყუილია – ამის შესახებ “მეტრონომს”, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
როგორც ენდელაძემ აღნიშნა, გუშინ გვიან ღამით თენგიზ ცერცვაძესთან ერთად იმყოფებოდა და აღნიშნული ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ გამხდარა.
“ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია? დღეს რამოდენიმე ჟურნალისტმა დამირეკა. ჩემთვის ცნობილი არ არის. გუშინ გვიან ღამემდე ერთად ვიყავით მე და თენგიზ ცერცვაძე და მსგავსი არაფერი უთქვამს. თუ მერე მოხდა რამე არ ვიცი”, – განაცხადა “მეტრონომთან” ენდელაძემ.
საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არც მისთვის ყოფილა ცნობილი.
ცნობისთვის, დღეს დილით, “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გადადგა.
ნინო მართალიშვილი