“არც აზერბაიჯანთან და არც სომხეთთან არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ სამხედრო ტექნიკამ ჩვენს ტერიტორიაზე გაიაროს. საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გავლისა, მიიღება მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.”
თენგიზ ფხალაძე – ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
აზეირბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ფიზულინ-ჯაბრაილის მიმართულებით, რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს.