ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურორის თქმით, გიორგი ლუბარეცს „ვილა ალგეთზე” ინფორმაციას ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ იძიებდა

სასამართლოში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროგრამისტი გიორგი ლუბარეცის დაკითხვა დასრულდა..

როგორც  საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, გიორგი ლუბარეცს „ვილა ალგეთის“ ტერიტორიის შესახებ ინფორმაციას ბაჩალიაშვილის გაუჩინარებიდან 4 დღის შემდეგ ძებნიდა, ხოლო, რა მიზნით აოწმებდა ის ამ ლოკაციას, გამოძიებას ამასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.

„,ლოკაცია, რომელსაც ჟურნალისტები „ვილა ალგეთს“ უწოდებთ, პირს, რომელიც მოწმედ დავკითხეთ, გადამოწმებული ჰქონდა 2020 წლის 22 ივლისს, შესაბამისად დაისვა კითხვები, რატომ, რა მოტივაციით და რისთვის გადაამოწმა ხსენებული ლოკაცია“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

გიორგი ლუბარეცის უფლებადამცველის, ვანო ჩიტაშვილის განცხადებით, გამოძიება ეჭვობდა, რომ „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს პროგრამისტმა მიაწოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გიორგი ლუბარეცის უფლებადამცველის, ვანო ჩიტაშვილის განცხადებით, გამოძიება ფიქრობდა, რომ „ვილა ალგეთის“ შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ლუბარეცმა მიაწოდა, რაც მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა უარყო.

ცნობისთვის, ბაჩაიაშვილის საქმეზე “ვილა ალგეთის” ტერიტორიის შესახებ პირველად ინფორმაცია ჟურნალისტმა ელისო კილაძემ გაავრცელა. ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....