ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილი იქ ვიღაცას შეხვდა. შესაძლოა იმ ადგილას მოკლეს” – “ფორმულა”

“ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაცვიაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი ამ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული. ამის შესახებ ინფორმაციას “შაბათის ფორმულა” ავრცელებს.

“მან ჩამიგდო ლოკაცია, სადაც ზუსტად მოიძებნა შენობა-ნაგებობა, მათ სორის ავტოფარეხები. დაემთხვა შენობის მეპატრონეების სახელები და გვარები, ასევე დაემთხვა ინფორმაცია, რომ ეს პირები დაკავშირებული არიან “ქართულ ოცნებასთან” – თქვა კილაძემ “შაბათის ფორმულაში.”

სოფელ საღრაშეშში (მაწევანიდან რამდენიმე წუთის სავალ გზაზე), “ქრონიკა პლიუსის” წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვალებამდე იმყოფებოდა და ვიღაცას შეხვდა. ასევე არსებობს ეჭვი, რომ აქ არის ადგილი, სადაც 23 წლის პროგრამისტი მოკლეს.

ბაჩალიაშვილის  ადვოკატები პროკურატურას იმ ადგილას, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას სთხოვენ, სადაც გასულ კვირას გადაცემა “პოლიტმეტრში” კილაძემ თქვა, რომ მას, სავარაუდო, მისამართი ჰქონდა იმ ადგილის, სადაც 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის ცხედრის აღმოჩენამდე, შესაძლოა, ის რამდენიმე დღე ჰყავდათ.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....