“სახალხი დამცველმაც შეადგინა ოქმი, სადაც წერია ცალსახად, რომ პატიმარს აღენიშნებოდა ხელებზე ხელბორკილების ნაიარევი და მუხლებზე ნაიარევი. ასევე, პატიმრის განმარტებით მან მიიღო ეს დაზიანებები, როდესაც ბოძზე ჩამოკიდეს ხელბორკილებით.”
ალექსანდრე კობაიძე – ადვოკატი
ამის შესახებ ალექსანდრე კობაიძემ “მეტრონომთან ისაუბრა, სადაც ის მის წინააღმდეგ სპეციალურ პენიტენციური სამსახურის მიერ მომზადებულ საჩივარს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, N8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა დაწეებულების დირექტორი გაუპატიურების დაუქრებაში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, ციხის უფროსი ნოდარ ქინქლაძე მსჯავრდებულებს გაუპატიურებით დაემუქრა, რასაც კამათი მოჰყვა, ხოლო სიტუაციის განსამუხტად მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ვენები გადაისერა.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა სპეციალურ პენიტენციური სამსახური, რომელმაც დაწესებულების დირექტორის მიმართ არსებულ ბრალდებას ცილისმწამებლური უწოდა, ხოლო, ალექსანდრე კობაიძეს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში უჩივლა.