“საქართველოს ვალდებულებაცაა, რომ ჰუმანიტარული და სოციალური დახმარება გაუწიოს სომხეთს. საქართველოს მთავარი ამოცანაა მშვიდობა და რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და სომხეთი, საქართველოსთვის მისაღები იქნება. საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესეი არ გააჩნია, ასე, რომ საქართველოს მსგავსად არავის გააჩნია ასეთი უნიკალური როლი, იყოს დამბალანსებელი.”
პაატა ზაქარეიშვილი – კონფლიქტოლოგი
“დღის ამბები”
შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთმა მთიანი ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სამხედრო იერიშის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ განცხადებას აზეირბაიჯანის მხარეც გამოეხმაურა, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეეს დააკისრა.
სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.