ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემი მეხსისერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით, მას შემდეგ არაფერი მახსოვს” – შატილის ავარიის გადარჩენილი

“ჩემი მეხსისერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით, მას შემდეგ არაფერი მახსოვს”, – ასე იხსენებს შატილის გზაზე საშინელ ავარიას გადარჩენილი 31 წლის ნატალია თხელიძე თბილისისკენ მომავალ გზას.

შატილში მომხდარი ავარიის შესახებ ის “ტვ პირველის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ყვება.

“ჩემი მეხსისერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით, მას შემდეგ არაფერი მახსოვს…
ქარი იყო, გადმოვედით და ფოტოები ძლივს გადავიღეთ. გზა არ მახსოვს…

ჩემ ძმას ვეკითხები ხოლმე, არ დამიმალოთ არაფერი. ძალიან კარგად უნდა იყოს, აუცილებლად… ძალიან ვნერვიულობ.“ – ამბობს სიუჟეტში ნატალია თხელიძე.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

იტვირთბა....