ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ახალი დეტალები დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სავარაუდოდ, მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.

კომპანიის წარმომადგენელი “მთავართან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მათი კუთვნილი მანქანა თბილისიდან 5 საათისთვის გავიდა, თუმცა დაზუსტებით ამ დრომდე არ იციან არის თუ არა ეს მიკროავტობუსი ის, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მისივე ინფორმაციით, მიკროავტობუსის მგზავრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ.

ცნობისათვის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 12 ადამიანი დაიღუპა, 3 კი მძიმედ დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. უწყების ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.

იტვირთბა....