“ნატალია კითხულობს ხატიას , მეორე პაციენტი – დას, მესამე კი, თანამშრომლებს…ასეთ მოკლე პერიოდში, ამ შედეგს არ ველოდით. მოხდა სასწაული და საბედნიეროდ, სამივე გადარჩა. თუმცა, არაფერი ახსოვთ, შატილის მოგზაურობის ისტორია მათი მეხსიერებიდან ამოშლილია.”
ლევან რატიანი – პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი
ტვ “პირველი
რატიანის თქმით, შატილის ტრაგედიას გადარჩენილ სამივე პაციენტს შემთხვევის დეტალები არ ახსოვთ და ისინი ახლობლების მდგომარეობას კითხულობენ, ვისთან ერთადაც ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი დაშავებული, რომელიც დღეს კლინიკიდან გაწერეს, მომხდარის დეტალებს იხსენებს.