შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი დასავებული, რომელიც დღეს კლინიკიდან გაწერეს, მომხდარის დეტალებს იხსენებს.
როგორც ნატალია თხელიძემ TV “პირველთან” გაიხსენა, ბოლოს მათ ადგილობრივისგან თაფლი იყიდეს, ხოლო, სადილობა კი ვერ მოახერხეს.
„თაფლის საყიდლად გავჩერდით, მანდ წყდება, აღარაფერი მახსოვს… მხოლოდ ის, რომ ქარი იყო, მაგრამ გზა არ მახსოვს. ვერ ვისადილეთ. გვინდოდა წამოვსულიყავით და ქვემოთ გვესადილა, სადმე რესტორანში…. ჩემი მეგობარი ხატია უნდა იყოს კარგად, როგორც მე.
ძალიან ვნერვიულობ… ძალიან. რაც გონზე მოვედი, ჩემს ძმას ვეხვეწები, არაფერი დამიმალოთ-მეთქი, მპასუხობენ, რომ არაფერს მიმალავენ,”– ამბობს ნატალია თხელიძე.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში ავარიავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაცულ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. გარდაცვლილებიდან 16 საქართველოს, ერთი კი – კანადის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
მიკორავტობუსი ტურისტულ კომპანია Traveler-ს ეკუთვნის.