მთავარი ციტატა

“აღარ შეიძლება, ან უნდა მოკვდე, ან ნორმალურად გააგრძელო ცხოვრება”- ბაჩალიაშვილის ვიდეოები, რომლებიც გარდაცვალებამდე ჩაწერა

“ვსო, ეხლა ამ ვიდეოს იმიტომ, ვწერ, ბოლო ბოლო მოვაგვარო ეს ამბავი. აღარ შეიძლება, ან უნდა მოკვდე, ან ნორმალკურად გააგრძელო ცხოვრება, ისე როგორც ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები. გესმის? ახლა დაჯდები და ყველაფერს ჩამოთვლი, აბსოლუტურად ყველაფერს და გაიაზრებ, რატომ გეშლება ნერვები.”

ეს ფრაგმენტი თამარ ბაჩალიაშვილის იმ ჩანაწერიდანაა, რომელიც TV “პირველმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

ბაჩალიაშვილის ჩანაწერებში საინტერესოა მისი უფროსის ნიკა გეჯასის მიმართ ბრალდება. პროგრამისტი მას ბრალს მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაში სდებს.

ამასთან, არსებობს ჩანაწერი, სადაც ბაჩალიაშვილი ტყეში შესაძლო თვითმკვლელობაზე საუბრობს.

 

 

იტვირთბა....