“ვსო, ეხლა ამ ვიდეოს იმიტომ, ვწერ, ბოლო ბოლო მოვაგვარო ეს ამბავი. აღარ შეიძლება,”- ეს ფრაგმენტი თამარ ბაჩალიაშვილის იმ ჩანაწერიდანაა, რომელიც TV “პირველმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
TV “პირველი” იმ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს, რომლებიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ჟურნალისტებისთვის გაასაჯაროვა.
ბაჩალიაშვილს სულ 19 ვიდეო აქვს ჩაწერილი, მაგრამ ტელეკომპანია მათ საკიტხის მაღალი მგრძნობელობის გამო, აუდიოს სახით ავრცელებს.
ბაჩალიაშვილის ჩანაწერებში საინტერესოა მისი უფროსის ნიკა გეჯასის მიმართ ბრალდება. პროგრამისტი მას ბრალს მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაში სდებს.
“ვსო, ეხლა ამ ვიდეოს იმიტომ, ვწერ, ბოლო ბოლო მოვაგვარო ეს ამბავი. აღარ შეიძლება, ან უნდა მოკვდე, ან ნორმალკურად გააგრძელო ცხოვრება, ისე როგორც ცხოვრობენ ნორმალური ადამიანები. გესმის? ახლა დაჯდები და ყველაფერს ჩამოთვლი, აბსოლუტურად ყველაფერს და გაიაზრებ, რატომ გეშლება ნერვები,”- ესაა ერთ-ერთი ფრაგმენტი ბაჩალიაშვილის ჩანაწერებიდან.
ამასთან, არსებობს ჩანაწერი, სადაც ბაჩალიაშვილი ტყეში შესაძლო თვითმკვლელობაზე საუბრობს.
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი კადრები ვრცელდება, რომელიც თავად პროგრამისტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა. TV “პირველი” იმ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს, რომლებიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ჟურნალისტებისთვის გაასაჯაროვა.