ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიმ ჩენ-ინმა მკვლელობისთვის მოიბოდიშა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ-ინმა სამხრეთ კორეის საჯარო მოხელის მკვლელობისთვის მოიბოდიშა.

როგორც BBC წერს, კიმმ-მა მის სამხრეთ კორეელ კოლეგას, მუნ ჯე-ინს უთხრა, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი არ უნდა მომხდარიყო.

სეულის ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი, რომელიც მეთევზეობის დეპარტამენტში მუშაობდა, ჩრდილოეთ კორეის ახლოს მდებარე გემიდან გაქრა. მათივე ცნობით, ის ჩრდილოეთის წყლებში იპოვეს, წყალში ჩაგდებამდე კი ესროლეს, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამხრეთ კორეის მოქალაქის მკვლელობის პირველი შემთხვევა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

BBC აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის საზღვარი მკაცრადაა დაცული. ჩრდილოეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დანახვისთანავე ესვრიან ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩინეთიდან საზღვრის გადალახვას ეცდება.

იტვირთბა....