რუსული მედია ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის ცხედარი, რომელსაც ძალადობის კვალი ეტყობა. კადრებში ჩანს სისხლიანი სახე, რომელიც ადასტურებს ძალადობის ნიშნებს. ჩვენ სპეციალურად არ ვავრცელებთ ფოტო და ვიდეოკადრებს, რადგან ის ძალადობის შინაარსის შემცველია.
ცნობისათვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 45 წლის ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, კახაბერ ფარფალია, მეტსახელად “კახა გალსკი” რუსეთის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალურ ვერსიად ინსულტს ასახელებენ, თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, ერთი ციხიდან მეორე ციხეში გადაყვანის დროს ის სასტიკად სცემეს.
ფარფალია მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს.
ცნობისათვის, ბოლო პერიოდში ფარფალიას გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, როგორც რუსეთში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც ირკვევა მას ებარა ე.წ. “ობშიაკი”.