ახალი ამბები კრიმინალი მთავარი სამართალი

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი საკანში მკვდარი იპოვეს

45 წლის ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, კახაბერ ფარფალია, მეტსახელად “კახა გალსკი” რუსეთის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალურ ვერსიად ინსულტს ასახელებენ, თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, ერთი ციხიდან მეორე ციხეში გადაყვანის დროს ის სასტიკად სცემეს.

ფარფალიას ნათესავები ზუგდიდში ცხოვრობენ და მათ მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინეს.

ფარფალია მოსკოვში 2018 წლის დეკემბერში დააკავეს.

ცნობისათვის, ბოლო პერიოდში ფარფალიას გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, როგორც რუსეთში, ისე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. როგორც ირკვევა მას ებარა ე.წ. “ობშიაკი”.

იტვირთბა....