ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

“ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი დააყადაღეს” – რუსი ოპოზიციონერის პრესსპიკერი

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის პრესსპიკერმის განცხადებით, ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, დააყადაღეს.

როგორც კირა იარმიშმა თქვა, “ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, გაჩუქება ან დაგირავება.”

ცნობისათვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.  ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

იტვირთბა....