ახალი ამბები მთავარი სამართალი

მიხეილ რამიშვილი ახალი ფოტომასალის გასაჯაროებას აანონსებს

დაღუპული 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ახალი ფოტომასალის გასაჯაროებას გეგმავს.

როგორც რამიშვილი აცხადებს, დავით ფურცხვანიძე აშშ-დან ახალ მტკიცებულებას ჩამოიტანს, სადაც ჩანს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა 18-22 ივლისის პერიოდში არ დგას იქ, სადაც ის იპოვეს.

“30 სექტემბერს იგი წავა აშშ-ში, რამდენიმე დღეში ჩამოვა და ჩამოიტანს რადიკალურად განსხვავებულ პასუხს, რომ ეს ყველაფერი ამათი მხრიდან არის სიყალბე და ჩამოიტანს ისეთ მტკიცებულებას და ისეთ ფოტოს სატელიტიდან გადაღებულს, რითიც დადასტურდება, რომ 18-დან 22 ივლისამდე ავტომობილი არ იდგა” – ამბობს რამიშვილი.

ცნობისათვის, დღეს 23 წლის პროგრამისტის ოჯახის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხეს.

გამოძიებას კითხვები მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ამოღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჰქონდა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.

იტვირთბა....