ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი” – პროკურორი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა – ამის შესახებ, პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა ინფორმაცია, როგორც დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში ასევე სატელიტის ფოტოები.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა ჩატარდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული, მის კომუნიკაციის ამსახველ ინფორმაციასთან და ასევე სატელიტური ფოტოებთან, ფოტოების მოპოვებასთან. შესაბამისად, დათვალიერების მიმდინარეობის დროს ინფორმაციის გამოთხოვას, როდესაც აწარმოებდა გამომძიებელი, აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ნაწილში, ასევე რამდენიმე ფოტოსურათი, სატელიტის ფოტოსურათებს ვგულისხმობთ. (რაც წარდგენილ იქნა მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის). გამომდინარე იქიდან, რომ ინფორმაცია, რაც ფიქსირდება მიხელ რამიშვილის ტელეფონში, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, იმისთვის, რომ შემდგომში ავთენტურობა, წარმომავლობა, დოკუმენტის შემხებლობა საქმესთან საეჭვო არ იყოს, მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, უშუალოდ ექსპერტის მონაწილეობით მომხდარიყო ამ კონკრეტული ინფორმაციის გადმოტანა და საქმეზე დამაგრება. შესაბამისად, ტელეფონის დალუქვა მისი თანხმობით მოხდა.

შემდგომ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ოჯახის წევრი საავდმყოფოში ჰყავდა, სჭირდებოდა დაახლოებით ნახევარი საათი, რომ დაბრუნებულიყო ჩვენთან. მისი თანხმობით, დალუქული ტელეფონი, რაც ჩვენ საქმეზე გვაქვს, დარჩა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, დაბრუნდება ადვოკატი, ველოდებით, გამომძიებლებთან ერთად ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წავლენ და უშუალოდ, ექსპერტის მონაწილეობით მოხდება საქმეზე არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოტანა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი კონკრეტულად ამ საქმის შესწავლის ნაწილში, შესაბამისად, საქმეზე დამაგრდება ეს დოკუმენტი მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით“, – განაცხადა პროკურორმა.

იტვირთბა....