თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიებას მისი მობილური ტელეფონიდან უნდა ამოეღო დავით ფურცხვანიძესთან მისი მიმოწერა და სატელიტის ფოტოების შესახებ ინფორმაცია, რეალურად კი მოწყობილობიდან ყველა სახის ინფორმაციის, მათ შორის პირადი ცხორების ამსახველი ფოტოებისა და მიმოწერების კლონირება მოახდინა. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რამიშვილის მოსაზრებით, გამოძიენბა მიის პირადო ცხოვრების გარკვევითაა დაინატერესებული.
“ამაზე შესაბამისად, გუშინ ვაჩვენე „ვოთსაფში” მიწერ-მოწერა და დეტალურად 6 სურათი. გააკეთეს ე.წ. სქრინებიც. ამის შემდეგ წამოვედით, იმიტომ, რომ სპეციალისტს კიდევ ენახა ის 6 ფოტოსურათი. მე მეგონა, რომ 6 ფოტოსურათის კლონირება მოხდებოდა, არადა ამ დროს, მთელი ღამის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფრის კლონირება მოხდა.
ასევე, დღეს აღმოჩნდა, რომ მოხდა სხვადასხვა პიროვნებებთან 70 აუდიო-ჩანაწერების გადმოწერა. შესაძლოა, ამ 70 ადამიანში იყოს ჩემი ოჯახის წევრები, კლიენტები, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს. რამდენიმე ათასი ფოტოსურათი, არ ვიცი, კიდევ რისი კლონირება გააკეთეს.
თურმე, ახლა უნდა დავჯდე გამომძიებლებთან, ექსპერტებთან ერთად და უნდა ვეძებო ამ რამდენიმე ათას სურათში სატელიტის 6 სურათი. თურმე იმათაც უნდა უყურონ ჩემს პირად სივრცეში არსებულ სურათებს და ავარჩიოთ ის 6 სურათი. მეორე – თურმე, ამ სატელეფონო 70 აუდიო ჩანაწერს უნდა ვუსმინოთ.
მერე, რომელიც მოეწონებათ და საქმისთვის მნიშვნელოვნად ჩათვლიან, ის უნდა გადმოვიწეროთ. გესმით რა ხდება?! აინტერესებთ, რამე ისეთი იპოვონ, რითაც შეძლებენ მოხდეს ჩემი დისკრედიტაცია ან დაშინება,”- აცხადეს მიხეილ რამიშვილი.
ადვოკატმა ჟურნალისტებს მოსამართლის განჩინება გააცნო, რომლითაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურა ტარდებოდა.
ცნობისთვის, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.