“სულაც რო ციხეში გამიშვან, მაინც ვიპოვი მკვლელებს, დამნაშავეებს. ეს საქმე ჩემი შვილის ტრაგედიად მაქვს მიჩნეული და მაინც ბოლომდე მივიყვან – სულ რომ ყველაფერი წაიღონ. მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა – ჩემი ოჯახის წევრებს თავი დაანებონ, მე რაც უნდათ ის გამიკეთონ. სიცოცხლეც მიმიცია მაგათთვის.”
მიხეილ რამიშვილი – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი
ცნობისთვის, „თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მიხელ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღება მოხდა, რაც დავით ფურცხვანიძესთან იყო დაკავშირებული. დავით ფურცხვანიძე ის პირია, ვინც მიხეილ რამიშვილს თეთრიწყაროს ტყეში ე.წ. სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, რომელიც ყალბი აღმოჩნდა.