ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

ბელარუსში საპროტესტო აქციაზე 142 ადამიანი დააკავეს

ბელარუსში, ქვეყნის მასშტაბით 20 სექტემბერს გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებმა 142 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ბელარუსის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი “ვესნა” იუწყება. “ვესნას” ცნობით, ქალაქ მინსკში 91 დემონსტრანტი დააკავეს, რეგიონში – 51. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა უკვე გაათავისუფლეს.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

იტვირთბა....