თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედინინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომელიც ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ წარდგენილი ფოტოების ნამდვილობის დასამტკიცებლად ჩატარდა.
პროკურორის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ.სატელიტის ფოტოები ყალბია.
ადვოკატმა “პრაიმტაიმთან” საუბარში იმ პიროვნების ვინაობა დაასახელა, რომელმაც მაც თეთრიწყაროში გადაღებული სატელიტის კადრები მიაწოდა.
„გამოძიება პირდაპირ დავაკავშირე იმ ადამიანთან, ვინც ეს კადრები მომაწოდა, ეს არის დავით ფურცხვანიძე. რომელიც გამოძიებას დეტალურად გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს. გამოძიება ცდილობს, რომ ეს ყველაფერი მე დამაბრალოს და საქმეს ჩამომაშოროს. თვითონ არის გამოძიება მკვლელების და დამნაშავეების მფარველი. თვითონ ცდილობს, რომ საქმეს ჩამომაშოროს. ეს პიროვნება თავად დამიკავშირდა, არის ერთ-ერთი ანტი კორუფციული და ანტი ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ სამედინინო ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია.
ასევე, ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ 18 ივლისს პროგრამისტის გადაადგილების მარშრუტის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა.