“როდესაც ერთი კომპანია გიდებს 27%-ს და მეორე გიდებს 60%-ს და ამხელა სხვაობა არის ერთმანეთში, იქ ბუნებრივია, ციფრები თავის თავზე მეტყველებს. CRRC და “აიპემ” არ არის ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ პარტნიორებს მიაწვდის სწორ ინფორმაციას. როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ. ანუ, კვლევებში ძალიან კარგად ვერკვევი და შესაბამისად, ასეთი ორგანიზაცია პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც უთავმოყვარეო. სამწუხაროდ, ასეთი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.”
ირაკლი კობახიძე – პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ცნობისათვის, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15 % – „ნაციონალურ მოძრაობას.“