“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, 15 % – „ნაციონალურ მოძრაობას.“ კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15 %-მა – „ნაციონალურ მოძრაობა“.
დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსი“- 4%, „ლეიბორისტული პარტია“- 3%.
ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს.