“თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატებმა “ვილა ალგეთიდან” გოლთეთამდე გზა იპოვეს,სადაც თავისუფლად შეეძლო ევაკუატორს გადაადგილება! მართალია,პროკურორმა კოტრიკაძემ პირველ დღეს გვითხრა რომ ვილა ალგეთი რაღაც კერძო ტერიტორიაა და მას ბაჩალიაშვილის საქმესთან შემხებლობა არა აქვს,მაგრამ მაინც…ბუზების ექსპერიმენტს ატარებენ დღეს! 2017 წლიდან დღემდე მეოთხე გახმაურებულ მკვლელობაზე ვმუშაობ,და გამოძიება ოთხივე საქმეზე მხოლოდ ფარცხავს!
ახლა კავშირების გაშიფვრას ვუზივარ .”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ცნობისათვის, დღეს, 23 წლის პროგრამისტის საქმეზე ქვემო ქართლის დეპარტამენტში საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება.