ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბაჩალიაშვილის მანქანაში ბუზებზე საგამოძიებო ექსპერიმენტს ჩაატარებენ

დღეს, 23 წლის პროგრამისტის საქმეზე ქვემო ქართლის დეპარტამენტში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ბაჩალიაშვილების ოჯახი დახურულ საკალმახე “ალგეთში” იმყოფებოდა, იქ იგივე სახის სპეციფიური მწერები ნახეს, რაც 23 წლის პროგრბაჩაამიტის ცხედარზე აღმოაჩინეს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ ეს შემთხვევითი არა და ვიდრე დაღუპულ თამარ ბაჩალიაშვილს თავისსავე მანქანით მაწევანის ტყეში იპოვიდნენ, ცხედარი სწორედ საკალმახე, ვილა “ალგეთში” იყო დასვენებული. ბაჩალიაშვილების ოჯახის თქმით, მათ “ბუზების ექსპერიმენტი” არ მოუთხოვიათ და  ეს პროცესის გასაჭიანურებლად სჭირდება პოლიციას თავად სჭირდება.

ცნობისათვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

იტვირთბა....