ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შემდეგი ერთი კვირა იქნება მნიშვნელოვანი” – თამარ გაბუნია ეპიდვითარებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბათუმში ამ ეტაპზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით მკაცრი ზომები ტარდება. თამარ გაბუნიას თქმით, ახალი შემთხვევების კლების ტენდენციაზე საუბარი მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც გაირკვევა თუ რამდენად მოხერხდა აფეთქების ბათუმში ლოკალიზება. ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში განაცხადა.

“ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მდგომარეობის სტაბილიზაციაზე. კარგია ის, რომ შემთხვევების გაფანტვის სურათი არ გვაქვს და ინფექცია მეტად ლოკალიზებულია ბათუმში, რაც კარგ პირობებს ქმნის იმისთვის, რომ ინფექციის სტაბილიზაცია და კონტროლი მოხერხდეს ადგილზევე.

შემდეგი ერთი კვირა იქნება იმისთვის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ დავინახოთ სურათი თუ რამდენად მოხერხდა სიტუაციის ლოკალიზაცია ბათუმში და უკვე ამის შემდეგ შესაძლოა ველოდოთ შემთხვევების კლების ტენდენციას“ – განმარტა გაბუნიამ.

ცნობისათვის, საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კი 2937-მდე გაიზარდა.

.

იტვირთბა....