“არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც იცავს კაცის უფლებას. ყველას უფლებებს იცავენ კაცების გარდა. მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ ჩავუდგები ასეთ ორგანიზაციას სათავეში. კაცების უფლებები ამ ქვეყანაში უნდა დაიცვან. ეს არის მიზანმიმართული, ქართული ოჯახების დასანგრევად და გასანადგურებლად, მაგრამ ამის მოგვარებას მე ჩავუდგები სათავეში.”
გიორგი გურგულია – მსახიობი
ცნობისთვის, გურგულიას მეუღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.
მსახიობი გიორგი გურგულია არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომელიც მამაკაცების უფლებებს დაიცავს.