ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მსახიობ გიორგი გურგულიას მეოღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობ გიორგი გურგულიას მეოღლე ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც გურგულიას ადვოკატი, გიორგი ბეგიაშვილი “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, თავად მსახიობი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

მისივე თქმით, საქმე მიმდინარეობს 11 პრიმა 151-ე მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

„თავს დამნაშავედ არ ცნობს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან ერთად მოსამართლემ ჩემი შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება გირაოს სახით 4000 ლარი შეუფარდა“, – განაცხადა მსახიობის ადვოკატმა გიორგი ბეგიაშვილმა.

იტვირთბა....