მსოფლიო

ვენაში სირიის თაობაზე გადამწყვეტი მოლაპარაკებები იმართება

ავსტრიაში მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, მხარეები სირიის მომავალს, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ აშშ-ს მეთაურობით კოალიციის და რუსეთის სამხედრო ქმედებებს და პრეზიდენტ ასადის რეჟიმის ბედს განიხილავენ.

ამერიკელი, რუსი, თურქი, ევროპელი და სხვა ქვეყნების დიპლომატების მხარდამხარ მოლაპარაკებები ოფიციალურად მონაწილეობენ ირანის წარმომადგენლებიც.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის თქმით, „როგორც იქნა მიხვდნენ, რომ თეირანის ჩარევის გარეშე სირიული კონფლიქტის გონივრული გადაწყვეტის გზის პოვნა შეუძლებელია“.

საუდის არაბეთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ სირიის კონფლიქტის მოგვარების შესახებ, ირანი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაეთანხმოს ხელისუფლებიდან ბაშარ ასადის ჩამოშორებას – განაცხადა “ბიბისისთვის” მიცემულ ინტერვიუში საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ელ-ჯუბეირმა. მისი თქმით, „ეჭვის შეტანა არ შეიძლება“, რომ ასადი უნდა გადადგეს:

„ან პოლიტიკური პროცესის ფარგლებში წავა, ან მისი ძალით მოშორება გახდება საჭირო“ – განაცხადა ელ-ჯუბეირმა.

თუმცა, ირანი და რუსეთი ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. სირიის სამხედრო კონფლიქტში ეს ორივე ქვეყანა მონაწილეობს, როგორც უშუალოდ, ისე ირიბი გზებით.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს და მათ მოკავშირეებს – ეს ქვეყნები ბაშარ ასადის ხელისუფლებისგან ჩამოშორებას უჭერენ მხარს.

იტვირთბა....