aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლოში შაქარაშვილის საქმეზე ალექსანდრე გეჯაძე იკითხება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის სასამართლო პროცესზე დამოუკდიებელი ექპერტი ალექსანდრე გეჯაძე დაიკითხება.

როგორც ალექსანდრე გეჯაძემ პროცესზე შესვლამდე განაცხადა, ის მოწმის სახით დაიკითხება და გამოძიებას შაქარაშვილის ცხედარზე არსებული დაზიანებების ხარისხის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

“მე ბრალდების მოწმეს წარმოვადგენ, როგორც მონაწილის ექსპერტი დაბარებული ვარ სასამართლო პროცესზე კითხვების პასუხის გასაცემად. ეს დაზიანებები გამოიწვევდა ტკივილის სინდრომს, რაც შაქარაშვილს შეუსღუდავდა გადაადგილების შესაძლებლობას,”- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძე.

ალექსანდრე გეჯაძე საქმეზე 6 არასწრულწლოვანი ბრალდებულის სასამართლო პროცესზე ცოტა ხანში დაიკითხება.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულ  სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორი პროცესი მიმდინარეობს. ერთი პროცესი 6 არასრულწლოვანს ეხება, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი, მეორე კი – განზრახ მკველობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

 

 

იტვირთბა....