ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას” – რას წერს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ციხიდან

გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი  მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბე არჩილ გაგნიძე ციხიდან წერილს აგზავნის და მის უდანაშაულობაზე წერს. გაგნიძე წერილს “ინტერპრესიუსს” უგზავნის, სადც აღნიშნულია, რომ იგი ცხრათვიან უკანონო პატიმრობას გაუძლებს.

“მეტრონომი” წერილს უცვლელად გთავაზობთ:

“გარწმუნებთ, რომ მე არასოდეს მქონია მცდელობა დამემალა რაიმე ინფორმაცია გამოძიებისათვის, პირიქით მე მათ სრულად მივაწოდე ყველა ინფორმაცია. ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ ხალხში გააჩინონ განცდა, რომ მათ გამოიძიეს საქმე და პასუხისგებაში მისცეს დამნაშავეები.

ყოველივე ამას არანაირი შეხება არ აქვს მართლმსაჯულებასთან. მე კაცი ვარ და გავუძლებ ამ ცხრათვიან უკანონობას და გპირდებით, რომ აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას” – ნათქვამია გაგნიძის წერილში.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან.

იტვირთბა....