ახალი ამბები მსოფლიო

საბერძნეთის სანაპიროებთან 20-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა

“ბიბისის” ინფორმაციით, საბერძნეთის სანაპიროებთან 20-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა. ეგეოსის ზღვაში მიგრანტებით სავსე 2 ნავი გადაბრუნდა. მაშველებმა 140-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. საბერძნეთი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია, რომლის გავლითაც მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში ჩადიან. ბოლო 6 თვის განმავლობაში, საბერძნეთის ტერიტორიაზე 500 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა.
26 ოქტომბერს ევროკავშირის ლიდერები, ბრიუსელში გამართულ საგანგებო სამიტზე შეთანხმდნენ, რომ ლტოლვილთა მიღების ცენტრებში დამატებით 100 000 ადგილს შექმნიან.

იტვირთბა....