თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა უზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 170 ადამიანიდან 124 დადასტურებული შემთხვევა აჭარას უკაბშირდება.
როგორც უზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, 170 ინფიცირებული ადამიანიდან 88-ს კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევებთან ჰქონდა. 50 ახალ ინფიცირებულს მოგზაურობის ისტორია აქვს. 4 ინფიცირებულს კი საკარნტინე სივრცეში დადასტურებულ შემთხვევებთან ჰქონდათ შეხება.
“დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა და 2562 დადასტურებული შემთხვევაა. 170 დადასტურებულ შემთხვევაზე ორნაირი ახსნა მინდა მოგაწოდოთ. 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 გახლავთ მოგზაურობის ისტორიით, 4 გახლავთ საკარანტინე სივრცეში დადასტურებული, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება. ეს 170 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება -124 გახლავთ აჭარა, ანუ ბათუმი, 20 -თბილისი, 13- იმერეთი, ანუ ქუთაისი, 6 სამეგრელო ზემო სვანეთი-ზუგდიდი, 3 გახლავთ გურია-ოზურგეთი, 3 გახლავთ მცხეთა-მთიანეთი და ერთი არის რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, ცაგერი. გამოჯანმრთელებულები გახლავთ 1381, მარტო 11 გამოჯანმრთელებული გვყავს და ამ ეტაპზე 1154 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას უზუგბაიამ.
ამასთან, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საყურადღებოა, აჭარაში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების რაოდენობა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.