ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საყურადღებოა, აჭარაში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების რაოდენობა” – მანანა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საყურადღებოა, აჭარაში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების რაოდენობა.

მისივე განმარტებით, რადგან აღნიშნულ რეგიონში კორონავირუსის გავრცელებელის დიდი მობილობა იყო, ახლა საჭიროა მისი დროულად ლოკალიზაცია.

“სანამ შეგვეძლება, რომ სტაციონარი და სასტუმრო სტაციონარის სტილში პაციენტების მოვლა გავაგრძელოთ, ეს პროცესი გაგრძელდება. არამგონია, რომ ისეთი რაოდენობა გახდეს ქვეყანაში, რომ ვერ მოვახერხოთ ამ სიტუაციის დასტაბილიზირება, თუნდაც სწრაფი ლოკალიზაცია. ვხედავთ, რომ დანარჩენი ლოკალიზებულია, მაგალითად, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, დღეების განმავლობაში მონაცემების განსაკუთრებული ზრდა არ შეინიშნება. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებლებია. ჩვენთან ძირითადი და საყურადღებო გახლავთ აჭარა, რადგან იქ ძალიან დიდი მობილობა იყო. როგორმე, არსებული სიტუაციით ეს უნდა გავაკონტროლოთ და მისი ლოკალიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2562 შემთხვევაა დადასტურებული. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1369-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6633 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

იტვირთბა....