მთავარი ციტატა

“საქართველოს ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოვუწოდებ”- ევროპარლამენტარი

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. ასევე მოვუწოდებ გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ, რათა ამით 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს.”

ანა ფოტიგა-ევროპარლამენტარი

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

 ანა ფოტიგას თქმით,  დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ მიმართულებას, განსაკუთრებით კი უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.

შეგახსენებთ, საქართველოს პარტნიორები მმართველ გუნდს 8 მარტს გაფორმებული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ. შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას მოიაზრებს. 

15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა, რის მიხედვითაც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პატიმრობიდან გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ და იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი “მთავარი არხის” ერთ-ერთ დამფუძნებელსაც შეიწყალებს. თუმცა სასამართლომ რურუა პატიმრობაში რჩება.

იტვირთბა....