ახალი ამბები მედია

გიგა ბოკერია: “ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას”

“ნაციონალური მოძრაობა საჯაროდ აცხადებდა, რომ ძალით “რუსთავი 2″-ის აღების მცდელობას წინ აღუდგებოდა,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ. გვარამიას ბრიფინგის შემდეგ.
“ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას. კერძოდ, როგორ შევუშლით ხელს ხელისუფლებას, კონსტიტუციით დარღვევით სასამართლოზე ძალადობის, რუსთავი 2-ის ფიზიკურად ხელში ჩაგდების მცდელობის შემთხვევაში. ამ დისკუსიისას ჩვენი მხრიდან ტელეკომპანიის დაცვის ყველა ვარიანტი განიხილება. ეს არის ჩვენი უფლება. რაც შეეხება “ბოევიკებს”, მემგონი, ყველასთვის ნათელია საღი აზრის ფარგლებში ვინც უსმენდა, რომ აქ შეირაღებულ ხალხზე კი არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს, წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენივე მანიფესტაციით იმ მცდელობას, რომელსაც გეგმავს ივანიშვილი და რომელსაც, იმედი მაქვს, გადაიფიქრებს. რუსთავი 2-ის და ჟურნალისტების სრული უფლებაა თავადვე განსაზღვრონ როგორ დაიცვან თავიანთი შენობა და ტერიტორია. ჩვენი საქართველოს უფლება და ვალდებულებაა, ხელი შევუშალოთ ივანიშვილს, ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომლებიც მას ანტიდემოკრატიული გზით ძალაუფლების შენარჩუნებაში ხელს უშლის. ჟურნალისტების გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, ჩვენ ხელს შევუშლით, თუ არა ივანიშვილს ასეთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაში, სრული პატივისცემით ვამბობ ამას რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიმართ. ” – განაცახადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადება გააკეთა: ”ერთადერთი ინტერესი და ლეგიტიმური  თავისუფლად მაუწყებლობაა, ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას მთავრობამ კი დაიცვას უსაფრთხოება, ჩვენ დღეიდან ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენი თავი თავად დავიცვათ. ჩვენ არ მოვუწოდებთ არავის შეიკრიბოს და დაიცვას “რუსთავი 2”, ჩვენ აქამდე ვაკეთებდით ამას, მაგრამ ახლა ვეღარ ავიღებთ ვერავის წინაშე პასუხისმგებლობა”.

 

იტვირთბა....