ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო, საქმის ახალი ფიგურანტის შესახებ საუბრობს.
“ფოტორობოტი რომ არის მაგაზე მაქვს რაღაც დასაფიქსირებელი. დეამ თქვა რომ აბულინგებდა. ბევრი რამ ემთხვევა…ასაკი ” – ამბობს ლობჟანიძე.
ის დღეს საგამოძიებო ორგანოსთან მივიდა, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქმის იმ ფიგურანტის შესახებ ყვება, რომლის ჩვენებამაც, თეონა თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალებას ნათელი მოჰფინოს. საქმე ახალგაზრდა ქალს ეხება, რომელთანაც ბაჩალიაშვილი მეგობრობდა.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.