ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ის იმეორებდა, რომ თამარის დაცვა ვერ შეძლო, ოჯახს ბოდიშს უხდიდა” – ვინ არის ქალი, რომელთანაც ბაჩალიაშვილი მეგობრობდა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქმის იმ ფიგურანტის შესახებ ყვება, რომლის ჩვენებამაც, თეონა თამაზაშვილის თქმით, შესაძლოა, 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალებას ნათელი მოჰფინოს. საქმე ახალგაზრდა ქალს ეხება, რომელთანაც ბაჩალიაშვილი მეგობრობდა.

გამოძიებამ 30 წლამდე ქალის აღწერილობის შესახებ მეზობლების მონაყოლის მიხედვით სამი ფოტორობოტი შექმნა. სამივე მოწმე ექსპერტს ერთ ქალს აღუწერს – ვინმე ნინოს, რომელიც 23 წლის ბაჩალიაშვილის პანაშვიდზე, გვიან ღამით მივიდა, როდესაც იქ მხოლოდ ოჯახი და ახლობლები იმყოფებოდნენ. ოჯახის თქმით, ის იმეორებდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დაცვა ვერ შეძლო და ოჯახს ბოდიშს უხდიდა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....