მთავარი ციტატა

“დეამ თქვა რომ თამარს აბულინგებდა” – ლობჟანიძე ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტზე

“ფოტორობოტი რომ არის მაგაზე მაქვს რაღაც დასაფიქსირებელი. დეამ თქვა რომ აბულინგებდა. ბევრი რამ ემთხვევა…ასაკი.”

ბაჩანა ლობჟანიძე – დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. შეყვარებული

ამის შესახებ ლობჟანიძემ, ბაჩალიაშვილის საქმეში გამოჩენილ ახალ პერსონაჟზე საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, ლობჟანიძე დღეს საგამოძიებო ორგანოსთან მივიდა, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.

შეგახსენებთ, რომ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის, ელისო კილაძის თქმით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მაწევანის საძოვრები, სადაც საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი იპოვეს, ბოლო ლოკაციაა. კილაძის განცხადებით, ავტომობილი იმ ადგილას ისეთი გზებით მიიყვანეს, სადაც სათვალთვალო კამერები არაა დამონტაჟებული.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....