ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პროკურატურამ მეუფე იაკობის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას” – ბასილ კობახიძე

ყოფილი სასულიერო პირის, ბასილ კობახიძის განცხადებით, პროკურატურამ ბოდბელი ეპისკოპოსის, იაკობის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას. ბასილ კობახიძის თქმით, მეუფე იაკობის განცხადებები საშიშია და ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.

“პროკურატურამ მეუფე იაკობის წინააღმდეგ უნდა აღძრას საქმე, ადამიანების სიცოცხლის მოსპობისაკენ საჯაროდ მოწოდებისათვის. მამა გიორგი მამალაძეს არაფერი დაუშავებია და 9 წელი მიუსაჯეს, ხოლო ეს იაკობი თავისუფლად უნდა მოუწოდებდეს ჟურმალისტების დახოცვისაკენ შარლი ებდოს მაგალითის მოშველიებით? თან იაკობი თვითონ იღებს და ავრცელებს ამ მოწოდების ვიდეოს. სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული. ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს რომ ეს იაკობის უვნებელი ბოდვაა. მეუფეებისაგან ზომბირებული მრევლი უკვე დიდი ხანია მზადაა ფიზიკურად გაუსწორდეს სულიერი მამების მიერ დასახელებულ ”ეკლესიის მტრებს” და მხოლოდ ერთი ნაპეწკალი სჭირდება. ასეთი შემთხვევები ყოფილა და არის, შორს რომ არ წავიდე, აგერ მე გადამხდომია არაერთხელ, ასევე ახალგაზრდა თეოლოგებსაც, მაგალითად გიორგი ტიგინაშვილს. სახელმწიფომ თუ არ მიიღო ზომები, იაკობის და სხვა მეუფემამაოების ამგვარი მოწოდებები ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს” – წერს ბასილ კობახიძე.

ცნობისათვის, ბოდბელი ეპისკოპოსი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს კიდევ ერთხელ დაემუქრა.

იტვირთბა....