“რომელ კრიტიკაზე დამიწყეს ლაპარაკი? კრიტიკა კი არა, ეკლესიის მტრები არიან ჩვეულებრივი, კარგად იცოდნენ, რა. მტრები არიან და ეს უნდა უთხრან. მე წინაზეც მოვუწოდე ჩვენს მეუფეებს, რომ ამოიღონ ხმა. მათ გადახედონ, რომელი ტელევიზიებიც გვიტევენ ეკლესიას, კარგად გადახედონ ხელმძღვანელები ვინ არიან და იმ ხელმძღვანელებმაც იცოდნენ – ყელში ამოგვივა და პასუხს მოვთხოვთ მაგათ. იმიტომ, რომ მოსათხოვი აქვთ პასუხი და მოეთხოვებათ კიდევაც. თუ არ უნდათ, რომ ლაჩრულად და სამარცხვინოდ დაამთავრონ თავიანი საქმეები, ჯობია მიხედონ თავიანთ საქმეებს.”
მეუფე იაკობი – ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპისი.
ამის შესახებ მან დღეს ქადაგების დროს განაცხადა.