ახალი ამბები მთავარი ციტატა

“სასახლესთან დაემხო და თამუნას ბოდიშებს უხდიდა” – ვინ არის “იქს ნინო,” რომელიც ბაჩალიაშვილის საქმეში გამოჩნდა

“პირობითად დავარქვით იქს ნინო, ზუსტად არ ვიცით ერქვა თუ არა მას ნინო… ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც თამუნას პანაშვიდზე იყო მოსული, ცხარე ცრემლით ტიროდა. შემდეგ მივიდა სასახლესთან, დაემხო და თამუნას უხდიდა ბოდიშებს. შემდეგ მოითხოვა დედა მაჩვენეთო, შემოიყვანეს ჩემ ოთახში. ამ დროს ვიყავი შოკურ მდგომარეობაში. თურმე ამ ქალს თავით ფეხებამდე დავუკოცნივარ.ამით პატივისცემა გამოხატა თუ რაიმე დანაშაული ჰქონდა, არ ვიცი.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ამის შესახებ მან “შაბათის ფორმულაში” განაცხადა.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, ის სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....