ახალი ამბები მსოფლიო

“თუ დატოვებთ ევროკავშირს ამერიკასთან ვაჭრობისას პრობლემები გექნებათ”

შეერთებული შტატები აღარ გაატარებს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას დიდ ბიტანეთთან  თუ ის დატოვებს ევროკავშირს – განაცხადა ვაჭრობის წარმომადგენელმა მაიკლ ფრომენმა.

როგორც The Guardian იუწყება,   ბრიტანეთიდან პროდუქციის  ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ევროკავშირის შემდეგ ამერიკაზე მოდის.

2017 წელს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს დატოვოს თუ არა დიდმა ბრიტანეთმა ევროგაერთიანება. სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ  ბლოკის დატოვების მომხრეთა რიცხვი იზრდება.

სულ უფრო ბევრ ადამიანს მოსწონს ნორვეგიის ურთიერთობა ევროკავშირთან. ცნობისათვის, ნორვეგია შენგენის შეთანხმებისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრია. ეს უკანასკნელი ევროკავშირის სამ არაწევრ ქვეყანას საერთო ევროპულ ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

„ნორვეგიული პოლიტიკა არ იმუშავებს ბრიტანეთში“ – განუცხადა თემთა პალატის წევრებს პრემიერმა კამერონმა.

 

 

 

 

 

იტვირთბა....