დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კორონავირუსით მისი დაინფიცირების შესახებ საუბრობს. იგი აცხადებს, რომ მისი კონტაქტები დიდი არ არის, თანაც, ბოლო სამი დღის განმავლობაში ამომრჩეველთან შეხვედრა არ ჰქონია. ამის შესახებ მან “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
“იმ პერიოდში საიდანაც საჭიროა ავითვალოთ, მხოლოდ ოფისში ვიმყოფებოდი, შესაბამისად წრე გარკვეულია. ბოლო სამი დღის განმავლობაში ამომრჩეველთან შეხვედრა არ მქონია. რაც შეეხება ჩემი ინფიცირების წყაროს, არ ვიცი ვისგან გადამედო ინფექცია, მაგრამ თუ გადავრჩები და მე არ გავხდები სხვებისთვის პრობლემის შემქმნელი ეს უმნიშვნელოვანესია. გავრცელდა ინფორმაცია რომ პარლამენტში გადამედო ვირუსი, თუმცა არ ვიცი და ვერ ვიტყვი ვერაფერს ჩემი ინფიცირების წყაროს შესახებ. პარლამენტში ყოფნისას ერთ ოთახში ვიყავი, ასევე ვიმყოფებოდი ბიუროს სხდომაზე და იქ ჩემს კოლეგებთან მიწევდა ურთიერთობა და ასევე მედიის წარმომადგენლებთან” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ცნობისათვის, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.